- პროექტის მთავარი იდეა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ საკუთარი სოფლის ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას მისი წარმოშობის შესახებ, სახელთან დაკავშირებულ ცნობებს. მის ადგილმდებარეობას, იღებენ სურათებს და განათავსებენ ინტერნეტში.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი კუთხის შესახეხებ, მის წარმოშობას, მოგვაწოდებენ ინფორმაციას სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას. მოსახლეობასთან გასაუბრებით მოიძიებენ ძველ ლეგენდებს, რეალურ ფაქტებს. გადაიღებენ ფოტოებს, მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები თავიანთი სოფელზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ასევე ლექსები. შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება,საკუთარი სოფლის ისტორიის უკეთ შესწავლა, მის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესწავლა, ჯგუფური მუშაობები ინტერვიუს აღების მეთოდით და კითხვების დასმით.მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიება.
- მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიფართოვებენ ცოდნას იმ სოფლის შესახებ სადაც ცხოვრობენ, გაეცნობიან მის ისტორიას, შეიძენენ კვლევა ძიების უნარ–ჩვევებს, შესაძლოა სურათების ალბომის, ბუკლეტის, კედლის გაზეთის და ვებ ბლოგის შექმნა, აგრეთვე ჩანახატების და ესეების გამოქვეყნება.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი,ინტერნეტი,ბუკლეტები,ვიდეო მასალა, ფურცლები.
- პროექტის მსვლელობა: გაეცნობიან სოფლის ყოფას, მის წარსულს და აწმყოს, მის ისტორიულ ძეგლებს, დაიგეგმება და მოეწყობა კულტურული ძეგლების დათვალიერება, შეიტყობენ მნიშვნელოვან ინფორმაცას, მოსახლეობასთან გასაუბრებით მოიძიებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას დაველ თქმულებებს. იმდიდრებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს, ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თანატოლებს თავის პროექტებს.
- საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია–გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი სოფლის ისტორიის შესახებ, გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარი. გეოგრაფია–გაეცნობიან საკუთარი კუთხის ბუნებას. ლიტერეტურა–ესეების ჩანახატების შექმნა, სხვადასხვა თქმულებების მოძიება. ხელოვნება–დახატავენ, გააკეთებენ ალბომს, გამოიკვლევენ სოფელში არსებულ არქიტექტურულ ძეგლებს. რელიგია–შეისწავლიან სოფლის ადათ–წესებს.
- პროექტის ხელმძღვანელი: ლიკა პაპაშვილი
- ხელმძღვანელის ელ:ფოსტა: lilu.lika650@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი: www.asuretisskola.blogspot.com
Saturday, 2 April 2011
ჩემი სოფელი "ასურეთი"
Subscribe to:
Comments (Atom)